ჯო ბაიდენი - ვაქცინის შესახებ დღეს გავრცელებული სიახლე დიდებული ამბავია, რომელიც მომავალი წლის შეცვლის იმედს გვაძლევს

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ შექმნილი პოტენციური ვაქცინის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დიდებულ ახალ ამბავს უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ საყოველთაო ვაქცინაციამდე თვეებია დარჩენილი და სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება კვლავ აუცილებელია.

„დღეს გავრცელებული ახალი ამბავი დიდებული სიახლეა, მაგრამ ეს არ ცვლის ფაქტს. დღევანდელი სიახლე მომავალი წლის შეცვლის იმედს გვაძლევს, მაგრამ ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანები უცვლელი რჩება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა "კოვიდ-19"-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს. კომპანიები განმარტავენ, რომ ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა