ირმა ნადირაშვილი - არავის მოვუწოდებთ, 22:00 საათის შემდეგ დარჩნენ, მაგრამ ჩვენს განწყობას, რომ ფარისევლობაა „კომენდანტის საათის“ დაწესება, ყველას ვეტყვით

„ევროპული საქართველო” არავის არ მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ 22:00 საათის შემდეგ აქ, მაგრამ ჩვენს განწყობას ყველას ვეტყვით, რომ ფარისევლობაა „კომენდანტის საათის“ დაწესება და ამით ბრძოლა ვითომდა ეპიდემიასთან , - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის დაწყებამდე განაცხადა.

ნადირაშვილის თქმით, აქციის მონაწილეების გადასაწყვეტია დარჩებიან 22:00 საათის შემდეგ პარლამენტთან, თუ არა.

“როდესაც ნოემბრის თვეში, ეპიდემიის პიკზე ადამიანებს ცივი წყლის ჭავლს უშვებ და მერე ეუბნები, რომ შენი დაცვა მინდა კოვიდისგან და ამიტომ 22:00 საათის შემდეგ გარეთ არ იყო, ეს ფარისევლობაა და “ევროპული საქართველო” ამის შესახებ აუცილებლად იტყვის თავის განწყობებს. სხვა მხრივ, ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ ან წასვლას ან დარჩენას, ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც აქციის მონაწილეებმა უნდა მიიღონ”,- განაცხადა ნადირაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, ნადირაშვილის თქმით, პარტიების ლიდერები თავიანთ სტრატეგიას დღევანდელ აქციაზე გააჟღერებენ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა იმართება. ამასთან, აქციის მონაწილეები ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო