გიორგი ვაშაძე - ოპოზიცია შეჯერდა სამოქმედო გეგმაზე, ამას განვაცხადებთ უშუალოდ აქციაზე

ოპოზიცია შეჯერდა სამოქმედო გეგმაზე, ამას განვაცხადებთ უშუალოდ აქციაზე“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ის არ მოუწოდებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებს 22:00 საათიდან აქციაზე დარჩნენ.

„ოპოზიცია შეჯერდა სამოქმედო გეგმაზე, ამას განვაცხადებთ უშუალოდ აქციაზე. ეს მოიცავს იმ მნიშვნელოვან დღეებს, როდესაც გვექნება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები. დღეს საღამოს გვექნება მიმართვები ხალხთან.

22:00 საათზე აქტივისტებს, სამოქალაქო სექტორს აქვთ სხვადასხვა ღონისძიება და ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას. მე ჩემი პარტიის წევრებს არ მოვუწოდებ, რომ დარჩნენ, აქ. პირადად რასაც ვიზამ, ნახავთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასაწყებად ემზადებიან. ლიდერები მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა