არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერი - აზერბაიჯანის ძალები სტეფანაკერტის მისადგომებთან არიან და ქალაქის არსებობა საფრთხეშია

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერის ვაჰრამ პოღოსიანის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ძალები სტეფანაკერტის მისადგომებთან არიან.

მისივე ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ ქალაქ შუშაზე კონტროლი დაკარგა.

„მტერი სტეფანაკერტის მისადგომთან არის და დედაქალაქის არსებობას უკვე საფრთხე ემუქრება. თუ გვსურს, რომ შუშა კვლავ ჩვენი გახდეს და შევინარჩუნოთ არცახი, მთელი ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ სტეფანაკერტისა და ფრონტის ხაზის სხვა მიმართულებების საიმედო თავდაცვის ორგანიზებისთვის. ეს არის წარმატების საიმედო და ნამდვილი გარანტია. ყალბი მოწოდებები გამარჯვებისკენ და „ფეისბუქის“ სპეკულაციები თანდათან ყველაფერს დაგვაკარგვინებს, ისტორია ამას არ გვაპატიებს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით“, – წერს პოღოსიანი „ფეისბუქში“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო