ხატია დეკანოიძე - მივმართავ ხელისუფლებას, შეეშვით თავების დათვლას, წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს, რადგან  ხალხთან ჭიდილი არცერთ ხელისუფლებას არ გასვლია

მივმართავ ხელისუფლებას, შეეშვით თავების დათვლას, შეეშვით ადამიანებთან ჭიდაობას, შეეშვით წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს, იმიტომ, რომ ხალხთან ჭიდილი არცერთ ხელისუფლებას არ გასვლია და ვერცერთი ხელისუფლება გაუმკლავდება იმას, როდესაც შენი თანამოქალაქეები ითხოვენ თავისუფლებას და შენ ამ თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხარ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციის ერთიანობას ვერ დაარღვევს.

„ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ყველაზე გამბედავებო, საუკეთესო მოქალაქეებო, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო ბევრი ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელი აქ არ არის, მაგრამ მე ვარ ამაყი და თითოეული ჩვენთაგანი, რომ თქვენთან ერთად ვართ ამ ძალიან ღირსეულ და დიდ ბრძოლაში და ეს ბრძოლა არის ზუსტად ჩვენი მომავლისთვის, ქვეყნისთვის და არავინ არ აპირებს უკან დახევას. ეს უნდა ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც შესაძლოა ახლა გადაწყვიტა, რომ მე თავებს დავითვლი და ამ ქვეყანაში არჩევნებს აღარ ჩავატარებო, ამიტომ გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ, რომ აუცილებლად ჩატარდება მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ჩვენ ვინც აქ ვართ, ვართ ამაყები, რადგან ვართ სწორ მხარეს, რომელ მხარესაც უნდა ვიდგეთ ყოველდღიურად. მხარე, რომელიც არის ჩვენი სიმართლე, ჩვენი მომავალი, სინათლე და რაც მთავარია, ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთად ყოფნის გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ამიტომ ნუ ეგონება ბიძინა ივანიშვილს, რომ იგი დაარღვევს ერთიანობას, ნუ ეგონება, რომ რაღაც ბზარს შეიტანს ჩვენში ან დაგვემუქრება ან დაგვყოფს - არა, იმიტომ რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, რადგან ჩვენი სამშობლო არის ერთი, ყველა ამ სამშობლოს შვილები ვართ და არ ვაპირებთ სამშობლო დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს. დიახ, ჩატარდება თავისუფალი არჩევნები, მოუწევს ბიძინა ივანიშვილს დათმობაზე წასვლა და აქ, აი ამ მოედანზე გაიმარჯვებს ხალხი. ბევრი სირთულით, მაგრამ ეს იქნება ღირსეული გამარჯვება“, - განაცხადა დეკანოიძემ.

იხილეთ ვიდეო: ხელისუფლებას მინდა მივმართო, შეეშვით წყლის ჭავლს, შეეშვით რეზინის ტყვიებს - ხატია დეკანოიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო