ირმა ნადირაშვილი - ხელისუფლება, რომელსაც ასე სძულს ხალხი, დიდი ხანი ვერ დარჩება

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გუშინ, აქციის მონაწილეების დაშლამ აჩვენა, თუ როგორ სძულს ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ხალხი. მან რუსთაველის გამზირზე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეებს მიმართა, რომ შესაძლოა კიდევ დიდხანს მოუწიოთ ქუჩაში დგომა. თუმცა, ნადირაშვილის აზრით, უკან დასახევი გზა არ არის.

„გუშინ ყველამ ვუყურეთ საკუთარი თვალით, ივანიშვილმა და მისმა მონებმა როგორ მიიტანეს იერიში ადამიანებზე. ნოემბრის თვეში როგორ მიუშვირეს წყლის ჭავლი ხალხს მაშინ, როდესაც პანდემიის პიკია. ჩვენ დავინახეთ, როგორ სძულს ივანიშვილს თავისი ხალხი და თავისი მოქალაქეები. მჯერა, რომ ხელისუფლება, რომელსაც ასე სძულს ხალხი, დიდი ხანი ვერ დარჩება აქ. ჩვენ ყველამ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ივანიშვილის ადგილი ხელისუფლებაში არ არის. ის უნდა წავიდეს, ძირს ივანიშვილი და კობახიძეები! ჩვენ წინ გვაქვს დიდი და ძნელი გზა. უნდა შევეგუოთ იმას, რომ შეიძლება ქუჩაში დიდხანს დგომა მოგვიხდეს. შეიძლება მოგვიხდეს ძალიან მკაცრი ბრძოლა, მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს“,-განაცხადა ნადირაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა