ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა 8 ნოემბერს თბილისში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს

ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა თბილისში, 8 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.

მათი თქმით, დაუშვებელია, მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება, რაც გუშინ მოხდა.

"ხელისუფლებას არ აქვს უფლება გამოიყენოს დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა, რასაც ხშირი სახე აქვს ბოლო პერიოდში. მსგავსი რამ მოხდა გუშინ, რამაც გამოიწვია პროტესტი. მოვაწყვეთ პერფორმანსი, რომლის სიმბოლოც არის ქოლგა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და ამ ფაქტის საპირისპიროდ გავშალეთ ქოლგები, რადგან წყლისგან გვიცავს ქოლგა და ეს ქოლგა არის სამართლიანი არჩევნები, პროტესტი და სხვა ფუნდამენტური ღირებულებები", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა