მოძრაობა „სირცხვილია“ დღეს, 22.00 საათიდან 05:00 საათამდე დაუმორჩილებლობას აცხადებს

მოძრაობა „სირცხვილია“ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დაუმორჩილებლობას აცხადებს. ამის შესახებ აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ, დღეს 22:00 საათზე ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას. ჯარიმა არის დიდი, 2000 ლარი, მაგრამ წარმოიდგინეთ აქ, 22:00 საათზე რომელი პატრული გაბედავს შემოსვლას, პირადობის მოწმობის მოთხოვნას და ჯარიმის გამოწერას?! ეს არის ძალიან ფრთხილად მისაღები გადაწყვეტილება. ინდივიდუალურად გადაწყვიტეთ, თუ ხვდებით, რომ საკმარისად თბილად გაცვიათ, თუ ხვდებით, რომ შეგიძლიათ დილის 05:00 საათამდე ყოფნა და არ გეშინიათ იმის, რომ ზუსტად თქვენ დაგაჯარიმებენ, მაშინ ერთად დავრჩებით. მომზადებული გვაქვს რაღაცები რომ არ გავიყინოთ. იქნება ცხელი სასმელი, მუსიკა, პლედები. ვინც ვერ რჩებით სხვადასხვა მიზეზის გამო, იმ დროს უნდა გახვიდეთ, რომ ტრანსპორტს მიასწროთ. თითო კაცი თუ ივლით, ინადირებენ ჯარიმებზე. ვისაც შეგიძლიათ დარჩენა, გამაგრდით, 05:00 საათამდე გავძლოთ. ვაჩვენოთ, რომ არ ვემორჩლებით და არ გვეშინია! არ ვაპატიებთ არცერთ გადაცდომას , დაუმორჩილებლობა 22:00 საათიდან“,-განაცხადა მაქარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს