ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ დაემორჩილება და ღამე პარლამენტთან დარჩება

ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ დაემორჩილება და ღამე პარლამენტთან დარჩება.

მათ შორისაა ნიკა მელია, გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და სხვები.

ნიკა მელიას თქმით, ის დარჩება რუსთაველზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უნდა დარჩეს. მელიას თქმით, ხელისუფლებას "ჭკუით უნდა ებრძოლონ".

„ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ დავრჩეთ. მე აქ დავრჩები ჩემს მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დარჩეთ. ჩვენც შეგვიმსუბუქებთ ცხოვრებას თუ არ დარჩებით, რადგან საკმარისად დავრჩებით, ახალგაზრდები რჩებიან, ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბებიები, ბაბუები, უფროსი თაობის წარმომადგენლები და მათ შორის, ახალგაზრდების ნაწილიც, ყველანი უნდა დავრჩეთ. რთული ასახსნელია, მაგრამ მოცემულობა ისეთი შექმნა ამ რეჟიმმა, რომ ჭკუით უნდა ვებრძოლოთ, პრაგმატულები უნდა ვიყოთ, ამიტომ არ მინდა გთხოვოთ, რომ დარჩეთ , ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიც არის, აქ საკმარისი ახალგაზრდები რჩებიან პოლიტიკოსებთან ერთად და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ეს რეჟიმი, რომელიც ისეთ სპირალშია შემძვრალი, საიდანაც გამარჯვებული ვეღარ გამოვა. ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, ეს არის დროის საკითხი. ადამიანი, როცა გამოვა და ამბობს, რომ გუშინ აქციაზე 7000 ადამიანი იდგა, იქ უკვე დამთავრდა, წერტილი! ეს ხელისუფლება არის უზნეო ხელისუფლება“, - განაცხადა მელიამ.

გიგი უგულავას განცხადებით კი, რუსთაველის გამზირზე იმის სადემონსტრაციოდ რჩება, რომ "თავსმოხვეულ კომენდანტის საათს არ იღებს".

„მე პირადად, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური ლიდერი, დავრჩები იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩვენ ამ თავსმოხვეულ კომენდანტის საათს არ მივიღებთ. რა კომენდანტის საათზე ლაპარაკობთ? ამას არავინ მიიღებს“, - განაცხადა უგულავამ და აქციის მონაწილეებს მიმართა, გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღონ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, შეზღუდვა არის მიმართული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაზე.

„სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს შეკრება 10:00 საათზე და მე პირადად აუცილებლად ვუერთდები და მათ გვერდით ვიქნები. ამ ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერი არ არის, გუშინ მოწმენდილ ცაზე დაიწყეს ჭავლის მიშვერა ადამიანებზე და დღეს მე აუცილებლად ვიქნები. ეს არის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაზე მიმართული ღონისძიებები და კოვიდისთვის აუცილებელი ღონისძიებები და მე დღეს ვიქნები სამოქალაქო აქტივისტების გვერდით“, - განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა