დავით ზალკალიანი საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან საქართველოში, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და IOM-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს. აღნიშნულ კონტექსტში, IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა მიგრაციის სფეროში COVID19-ის პანდემიიდან მომდინარე გამოწვევებზე, რომლებიც საერთაშორისო ძალისხმევას საჭიროებენ. IOM-ის მისიის ხელმძღვანელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას პანდემიის პირობებში საზღვარგარეთ მცხოვრები ათასობით ქართველის დახმარების საქმეში. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი, საქართველოს კარგ შესაძლებლობას აძლევს თავისი გამოცდილება გაერო-ს წევრ ქვეყნებსა და მიგრაციის სფეროში ჩართულ აქტორებს მაღალი ტრიბუნიდან გაუზიაროს.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა IOM-ის მისიის ხელმძღვანელს ორგანიზაციის მიერ საქართველოში წლების მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის და მზაობა გამოხატა განაგრძოს თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა