გიორგი ბარამიძე - პოლიციელებო, ნუ გაგიხდით ივანიშვილი მისი შეშის მცველებად

პოლიციელებო, ნუ გაგიხდით ივანიშვილი მისი შეშის მცველებად,- ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მან პოლიციას მოუწოდა, ნუ იმოქმედებენ ხალხის წინააღმდეგ.

„მე ახლა მინდა პოლიციელებს მივმართო, ნუ გაგიხდით ივანიშვილი მისი შეშის მცველებად. ჩვენ უნდა ვიამაყოთ თქვენით, როგორც ვამაყობდით ყოველთვის და თქვენ არ ხართ ივანიშვილის მიერ ფეხის შესაწმენდი ინსტრუმენტი და გამოსაყენებელი ინსტრუმენტი, როგორც ლუკაშენკო იყენებს თავის მილიციას. თქვენ არ ხართ მილიცია, თქვენ ხართ საქართველოს პოლიცია“,-აღნიშნა ბარამიძემ.

ცნობისთვის, პოლიციამ აქტივისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანის საშუალება არ მისცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა