გიგა ბოკერია - კიდევ ერთხელ გვახსენებენ რამხელა საფრთხე და შეურაცხყოფა არიან ეს ადამიანები - ივანიშვილი თავის პოლიტიკურ არარაობებთან ერთად

კიდევ ერთხელ გვახსენებენ თუ რამხელა საფრთხე და რამხელა შეურაცხყოფა არიან ეს ადამიანები - ივანიშვილი თავის პოლიტიკურ არარაობებთან ერთად ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რითაც აქციაზე მოქალაქეების დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს მცდელობა პანდემიის საბაბით პოლიტიკური თავისუფლება შეზღუდოს, რასაც პოლიტიკური ლიდერები არ დაემორჩილებიან.

„იგივე ხელწერა ამ სამარცხვინო რეჟიმის, რასაც ვხედავდით 20 ივნისის აქციების შემდეგ, როცა შეშის შემოტანის გამო აკავებდნენ ადამიანებს. კიდევ ერთხელ გვახსენებენ თუ რამხელა საფრთხე და რამხელა შეურაცხყოფა არიან ეს ადამიანები და მთავარი - ივანიშვილი თავის პოლიტიკურ არარაობებთან ერთად.

ჩვენ ამ სამარცხვინო მცდელობას, პანდემიის საბაბით პოლიტიკური თავისუფლების ჩახშობის არ ვემორჩილებით. თუმცა, ჩვენ ჩვენს მომხრეებს ვუთხარით, რომ არავის ვავალდებულებთ. მე პირადად რაღაც დრო აქ ვიქნები, ჩვენ მომხრეებს ვუთხარით, რომ ფინანსური სანქციების გამო, რაც შეიძლება დაატყდეთ თავს, არ ვავალდებულებთ და პირიქით ვთხოვთ ვისაც უჭირს, რომ არ იყვნენ აქ, ჩვენ აქ ვიქნებით,“- განაცხადა ბოკერიამ „ტვ პირველთან“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო