გიორგი ვაშაძე - გამოხატვის თავისუფლებას ვიცავთ და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას  არ შეუძლია, რომ ეს უფლება შეგვიზღუდოს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე აქტივისტის დაკავებასხელისუფლების მხრიდან პროვოკაციად აფასებს.

მისი თქმით, ფართომასშტაბიანი აქციები და მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება.

„როგორც ჩანს ხელისუფლება პროვოკაციაზე მიზანმიმართულად მიდის და ესაა ყველაზე ცუდი. ასეთი ქმედება რა თქმა უნდა, პროვოკაციულია. ისევე როგორც გუშინ, წყლის ჭავლი მშვიდობიან მოქალაქეებს მიუშვირეს, ასე შეიძლება ველოდოთ ნებისმიერ პროვოკაციას, მაგრამ ჩვენ ხომ მარტივ რაღაცას, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას ვიცავთ და არ შეუძლია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ ეს უფლება შეგვიზღუდოს. მშვიდობიანი, არაძალადობრივ პროტესტს გავაგრძელებთ, გვაქვს მუხტი და ენერგია“,-აღნიშნა ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ და აღნიშნა, რომ დიალოგისთვის ოპოზიციაც მზადაა, ოღონდ მნიშვნელოვანია თუ რაზე იქნება დიალოგი.

„დიალოგს დიალოგისთვის აზრი არ აქვს. ჩვენ კონკრეტული მოთხოვნები გავაჟღერეთ და ამ მოთხოვნებზე სასაუბროდ მზად ვართ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო