აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი „მი-24“ შემთხვევით ჩამოაგდო

აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი „მი-24“ შემთხვევით ჩამოაგდო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყებაში განაცხადეს, რომ შეცდომა მოხდა იმის გამო, რომ ვერტმფრენმა გადაიფრინა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის უშუალო სიახლოვეს იმ დროს, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მსვლელობისას მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო შეტაკებები.

მათივე ცნობით, ფრენა მიმდინარეობდა სიბნელეში, დაბალ სიმაღლეზე და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის საშუალების სარადარე ზონის მიღმა. მათივე განცხადებით, მანამდე რუსეთის ვერტმფრენები იმ რაიონში, სადაც ის ჩამოაგდეს, არასოდეს შეუმჩნევიათ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვართან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა