რუსუდან გოცირიძე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის დააჯარიმეს

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ორი მოქალაქე დააჯარიმეს. ერთ-ერთი მათგანი ქალთა უფლებებისაქტივისტი, თეოლოგი რუსუდან გოცირიძეა.

სამართალდამცველებმა მას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის 2 ათას ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

როგორც გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი ტელევიზიის საველე სტუდიაში იყო მიწვეული და მათ მიერ გაფორმებული მოწვევა და საშვი ჰქონდა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, სამართალდამცველებმა აღნიშნული საშვი საკმარისად არ მიიჩნიეს და როდესაც რუსთაველის გამზირიდან სახლში ბრუნდებოდა, პოლიციის თანამშრომლებმა დააჯარიმეს.

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა ასევე დააჯარიმეს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, რომელიც აცხადებს, რომ წესებს არ დაემორჩილება.

ცნობისთვის, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილების თაობაზე შეზღუდვა ძალაში შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა იმ პირს, რომელიც 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევს, 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში, განუცხადეს, ხდება ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც კანონს არღვევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა