პარლამენტის შენობიდან სამართალდამცველთა გარკვეული შემადგენლობა ავტობუსებით გაიყვანეს

საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია სამართალდამცველთა გარკვეულმა შემადგენლობამ დატოვა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ტერიტორიას ავტობუსებით ტოვებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პოლიციელები სამი ავტობუსით გაიყვანეს.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია 18:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.

ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ისინი დაშლას არ აპირებენ.

ცნობისთვის, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილების თაობაზე შეზღუდვა ძალაში შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა იმ პირს, რომელიც 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევს, 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში, განუცხადეს, ხდება ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, ვინც კანონს არღვევს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს