კახა კოჟორიძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაახლოებით  8000 ლარის ოდენობის ჯარიმაა გამოწერილი

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის კახა კოჟორიძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გადაადგილებაზედაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის დაახლოებით 8000 ლარის ოდენობის ჯარიმა არის გამოწერილი.

მისი თქმით, პირადად ჩაერთვება საჩივრების წერაში, რომ ჯარიმები გაუქმდეს.

კახა კოჟორიძის შეფასებით, აღნიშნული არის უკანონო.

„მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს არ ვენდობით, მაინც მივყვებით სამართლებრივ გზებს, რომ მოქალაქეებსა და საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ, ჩვენი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი - სამართლებრივ გზებს მივყვებით ბოლომდე. აქ შეკრებილ ადამიანებს შევთავაზე, რომ პირადად ჩავერთვები საჩივრების წერაში. ეს არის უკანონო დაჯარიმების აქტები. ძალიან მტკივა გული, როგორც იურისტს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, აქ ვიყავი და ვიცავდი უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს, ახლა არის 2020 წელი, ისევ ნოემბერი და ისევ უკანონობის წინააღმდეგ მიწევს ბრძოლა. ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული გამარჯვება. გამარჯვება ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული, გამარჯვება მოქალაქეებზეა დამოკიდებული. აქ ვარ როგორც მოქალაქე, იურისტი, პოლიტიკური პარტიის წევრი და რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებ“,- განაცხადა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, რეგულაცია საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და შესაბამისად გამოწერილი ჯარიმა ლეგიტიმური ვერ იქნება.

„ლელო აპირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს ამ რეგულაციის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელი და ამავდროულად ჩვენ გავასაჩივრებთ და დავეხმარებით ამ ადამიანებს საჩივრების დაწერაში, რომ გაუქმდეს ჯარიმები, რომელსაც ახლა ვაუჩერივით ჩამოურიგებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს. 8000 ლარის თუ მეტი ჯარიმა იყო გამოწერილი და დავიწყებთ მაგ საჩივრების წერას“, - აღნიშნა კოჟორიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს