ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგებაზე შეთანხმდნენ

რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

”რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდება მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზისა და მთიანი ყარაბაღის სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ”, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ფედერაციის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ამ დროისთვის თავიანთ პოზიციებზე დარჩებიან.

”ყარაბახის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას სამართლიანობის საფუძველზე და აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე”, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

„პატივცემულო მოქალაქეებო, ძმებო და დებო, პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ 01:00 საათიდან“, - დაწერა ფაშინიანმა „ფეისბუკის“ გვერდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა