ილჰამ ალიევი - ეს განცხადება სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს, ეს განცხადება წერტილს უსვამს ხანგრძლივ ოკუპაციას

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეული ახალი შეთანხმება სომხეთის მიერ კაპიტულაციის გამოცხადებას ნიშნავს.

„ეს განცხადება ისტორიული მნიშვნელობისაა. ეს განცხადება სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს. ის წერტილს უსვამს ხანგრძლივ ოკუპაციას. ეს განცხადება ჩვენი ბრწყინვალე გამარჯვებაა,“- აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას.

სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა ძალიან მტკივნეულია მისთვის და სომეხი ხალხისთვის. მისივე თქმით, გადაწყვეტილება „საბრძოლო ვითარების ღრმა ანალიზის საფუძველზე“ მიიღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო