ლევან ბოძაშვილი - საქართველო სამხრეთკავკასიური ეკონომიკური ინტეგრაციის ინიციატივით უნდა გამოვიდეს

საქართველო სამხრეთკავკასიური ეკონომიკური ინტეგრაციის ინიციატივით უნდა გამოვიდეს. დადგა დრო, როდესაც მოქმედება და ინიციტივის ხელში აღება გადამწყვეტია, - ასე აფასებს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი აზერბაიჯანი-სომხეთის დაპირისპირებაში საქართველოს მოქმედებას.

მისივე თქმით, ყოველგვარი დაყოვნება ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერსებს და ამავე დროს, გაჩნდა შანსი საერთო რეგიონალური საინვესტიციო არეალის შექმნისათვის, რაც სამივე ერს განვითარების საშუალებას მისცემს.

„რეგიონში შეცვლილი ბალანსის გამოყენება ეროვნული ინტერესებისთვის უკვე აუცილებლობას წარმოადგენს. ყოველგვარი დაყოვნება ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერსებს და ამავე დროს გაჩნდა შანსი საერთო რეგიონალური საინვესტიციო არეალის შექმნისათვის, რომელიც გახდება პოლიტიკური სტაბილიზაციის და რეგიონის განვითარების, სამხრეთკავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პარადიგმის შესაქმენლად, რაც სამივე ერს განვითარების საშუალებას მისცემს", - აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.

ლევან ბოძაშვილის აზრით, ეკონომიკური ინტეგრაციის განხორციელება ერთადერთი გზაა კავკასიაში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების, ამავე დროს რეგიონალური სტრატეგიული სიმშვიდის დასამკვიდრებლად.

„ახალი ეკონომიკური გაერთიანება უნდა ითვალისწინებდეს ევროკავშირის მსგავსი ერთიანი ბაზრის ინიციატივას, საერთო რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო ქარტიის შექმნას, საერთო რეგიონალური ეკონომიკური არბიტრაჟისა და სასამართლოს ჩამოყალიბებას, ერთიანი ციფრული ბაზრის ჩამოყალიბებას, ერთიანი ტურისტული გაერთიანების დაფუძნებას. ეს ერთადერთი გზაა კავკასიაში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების, ამავე დროს რეგიონალური სტრატეგიული სიმშვიდის დასამკვიდრებლად. ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის ახალი შესაძლებლობების მისაცემად, მისი მცირემასშტაბიანი საბაზრო და საინვესტიციო ღირებულებიდან გამომდინარე, ახლა ამ ინიციტივის განხორციელება უკიდურესად აუცილებელია“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

შეგახსნებთ, რომ სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა ძალიან მტკივნეულია მისთვის და სომეხი ხალხისთვის. მისივე თქმით, გადაწყვეტილება „საბრძოლო ვითარების ღრმა ანალიზის საფუძველზე“ მიიღეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს