ტექნოლოგიები სამართალში - BTU-ს „ინიციატივა 5.0“ ახალ სექტორს ფარავს

მასშტაბური კვლევები, გერმანული პლატფორმის Knowledge tools-ის დანერგვა საქართველოში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინსტიტუციებში, Legaltech–ის საგანმანათლებლო სისტემაში დანერგვა, პლატფორმა esx.ge–ის სამართლებრივი მიმართულებით განვითარება და უფასო სასერტიფიკატო პროგრამები – ეს არის BTU-ს მიერ უკვე დაგეგმილი აქტივობების ნაწილი, რომელსაც საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს.

Legaltech არის მიმართულება, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს. მეოთხე ინდუსტრიულმა რევოლუციამ ახალი რეალობის წინაშე დააყენა მსოფლიო, რასაც დაემატა კოვიდ 19–ით გამწვეული პანდემია და შესაბამისად, ყველაფერი ეტაპობრივად ციფრულ ფორმატში გადადის. მათ შორისაა იურიდიული მომსახურებაც, რასაც მძლავრი ტექნოლოგიური მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამიტო დაიწყო BTU-მ Legaltech–ზე მუშაობა.

Legaltech–ის განვითარება დაიწყო კვლევით, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება ახალი ციფრული პროდუქტების შექმნა. საბოლოოდ, კი იურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, მომხმარებელს ახლებურად შესთავაზონ არსებული სერვისები. კვლევითი ნაწილის განხორციელებისთვის 8–12 თვე არის გათვლილი. კვლევის პირველადი შედეგების შემდეგ კი მისი აქტიური დანერგვა დაიწყება.

Legaltech–ის მიმარულებით BTU-ს პარტნიორია გერმანიის ოდერის ფრანკფურტის ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი და მისი სამართლის ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი. უახლოეს მომავალში BTU-სა და ვიადრინსა უნივერსიტეტს შორის დაიწყება თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც დაიწყება გერმანული გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარება და აღნიშნული პლატფორმის საქართველოში დანერგვა.

Knowledge tools – ეს არის პლატფორა, რომელიც ვიადრინას ევროპულმა უნივერსიტეტმა დანერგა და მას წარმატებით იყენებენ გერმანიის სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციები. კერძოდ, ის დაინერგა გერმანიის ბუნდესთაგში, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. მისი გამოყენება წარმატებით დაიწყეს იურიდიულმა ფირმებმაც. განვითარების შემდეგი ეტაპი კი აღნიშნული პლატფორმის იურიდიული განათლების სისტემაში დანერგვაა.

Legaltech–ის მიმართულებით BTU თანამშრომლობას იწყებს ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთანაც.

ამავე მიმართულებით საგანმანათლებლო პლატფორმა esx.ge–ზე დაიგეგმა და დაიწყო უფასო სასერტიფიკატო კურსების განხორციელება და განვითარება. საიტზე განთავსებულია აქტუალური ლიტერატურა სამართლისა და უშუალოდ, ტექნოლოგიების სამართლის მიმართულებიც, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და ვრცელი გახდება, ამ დროისთვის უკვე განთავსებულია: ინტერნეტის სამართლებრივი რეგულირება, E-commerce სამართალი, სოციალური ქსელების სამართალი, ხელოვნური ინტელექტი და სამართალი.

Legaltech ჯერ კიდევ ახალი მიმართულებაა მსოფლიოსთვისაც და ამ დროისთვის ბევრ ქვეყანაში არ არის დანერგილი. სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია ფაქტი, რომ საქართველოში მასზე მუშაობა უკვე დაიწყო. საქართველოს აქვს პოტენციალი Legaltech –ის მიმართულებით გახდეს მოწინავე ქვეყანა პოსტსაბჭთა სივრცეში ესტონეთის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო