საქართველოში კორონავირუსის 2970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 1130 თბილისში, 653 აჭარაში და 463 იმერეთში გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა ბოლო 24 საათში ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

“დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 63 650-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 47 390-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 , აჭარაში - 4, იმერეთში - 6, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 521 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 970 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში - 653, იმერეთში - 463, ქვემო ქართლში - 90, შიდა ქართლში - 105, გურიაში - 67, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 202, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 93, სამცხე-ჯავახეთში - 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 713. 4 709 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 361, აჭარაში - 732. მძიმე პაციენტი გვყავს 656, მათ შორის, თბილისში - 341, აჭარაში - 109. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 265 პირი - მათ შორის, თბილისში - 153, აჭარაში - 60. 3 066 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 542 - აჭარაში, ხოლო 1 053 - თბილისში. 7 938 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 765 პირი, მათ შორის, თბილისში - 557, აჭარაში-1 290.

სულ 6 ოქტომბრიდან - 9 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 13 797 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 303 პირი, საიდანაც თბილისში არის 6 325 ადამიანი, აჭარაში - 15 021, იმერეთში - 4 246”, - განაცხად ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი 1 130 ინფიცირების მაჩვენებელი?

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა