„ჯეო ჰოსპიტალსი“ სახელმწიფოს რეგიონებში 125 დამატებითი საწოლფონდით დაეხმარება

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა და არსებული ეპიდვითარების ფონზე "ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონული ქსელი კოვიდ პაციენტების სამკურნალოდ, საგარეჯოსა და სამტრედიის სამედიცინო ცენტრებში დამატებით საწოლფონდს გამოყოფს.

კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს სამტრედიისა და საგარეჯოს მრავალპროფილური ცენტრები მოემსახურება, სადაც 125 დამატებითი საწოლია მობილიზებული.კლინიკები საწოლფონდის გარდა უზრუნველყოფილია ავტონომიური, მაღალი ხარისხის, თანამედროვე ჟანგბადის ქარხნებით.

„ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის კომპანია, არსებული შესაძლებლობების სრული მობილიზაციით არის ჩართული COVID–19-ზე რეაგირების პროცესში. უკვე მობილიზებულია 125 საწოლი, სრული მზადყოფნაა, ასევე, მედიკოსთა მხრიდან. ახალმა მენეჯმენტმა რეგიონული ჰოსპიტლები საკუთარი ჟანგბადის ქარხნებით აღჭურვა, რაც, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, საინვესტიციო პაკეტი, სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ და სამედიცინო განახლებას მოხმარდა, ჰოსპიტალური ქსელი, პანდემიის პერიოდშიც კი, სრული დატვირთვის პარალელურად ახერხებდა კლინიკებში ახალი სამედიცინო სერვისების დამატებას, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გაუმჯობესებას. როგორც კობახიძემ აღნიშნა ცენტრები აღჭურვილია COVID–19-ით დაავადებული პაციენტების მართვისთვის საჭირო ყველა დიაგნოსტიკური საშუალებით (მ.შ., კომპიუტერული ტომოგრაფია, მრავალპროფილური ლაბორატორია).

„პარალელურ რეჟიმში მოსახლეობას წვდომა ექნება პირველადი ჯანდაცვის ყველა საჭირო სერვისზე, რაც ეპიდსიტუაციისა და არსებული შეზღუდვების ფონზე არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენთვის“- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით სამედიცინო ცენტრები პაციენტების მიღებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო