დონალდ ტრამპის პრესსპიკერი - არჩევნები ჯერ არ დასრულებულა, სამართლებრივი ბრძოლა ეს-ესაა დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრესსპიკერი კეილი მაკინანი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა მხოლოდ ეს- ესაა დაიწყო.

„არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. მანამდე ჯერ შორია. ჩვენ ეს-ესაა დავიწყეთ პროცესი, ზუსტად, პატიოსნად ხმების დათვლის მისაღწევად,“ - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მისი მტკიცებით, არჩევნების „რესპუბლიკელ“ დამკვირვებლებს პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში ხმების დათვლაზე ადეკვატური წვდომა არ ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა პენსილვანიის ფედერალურ სასამართლოში გუშინ სარჩელი შეიტანა და მოითხოვა საგანგებო განკარგულება, რომელიც შტატის ოფიციალურ პირებს აიძულებს, შტატში ჯო ბაიდენის გამარჯვების აღიარება შეწყვიტონ. შტატის გენერალურმა პროკურორმა ჯოშ შაპირომ სარჩელს "უღირსი" უწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო