არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, ვერც ერთი პარტია ვერანაირ გადაწვეტილებას ვერ მიიღებს - არ მოდიან, ნუ მოდიან! ერთპარტიანი პარლამენტი არ იქნება

საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, ვერც ერთი ცხელთავიანი ლიდერი ამ ქვეყანაში ვერანაირ გადაწვეტილებას ვერ მიიღებს. არ მოდიან, ნუ მოდიან! ერთპარტიანი პარლამენტი არ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია არჩევნებში მიღებული შედეგების თანაფარდობით „პარლამენტში უნდა შებრძანდეს და იმუშაოს“.

„ჩვენ არანაირ პირობას არ ვაყენებთ, ეს ჩატარებული არჩევნებია გეთაყვა, რომელსაც პატივი ყველამ უნდა სცეს. არჩევნები პოლიტიკური კონსენსუსის და სამართლებრივი ნორმის სრული დაცვით ჩატარდა. ამ შედეგების აღიარება ყველა დემოკრატიული პოლიტიკური პარტიის ვალდებულებაა. შესაბამისად, წინაპირობა აქ არაა, ეს არჩევნები საზოგადოებამ აღიარა. მინდა პოლიტიკურ პარტიებს ვუთხრა: პლურალისტული პარლამენტი ჩამოაყალიბეთ, კონკრეტული თანაფარდობით რა შედეგებიც უკვე დადებულია, შებრძანდით პარლამენტში და იმუშავეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ გენეტიკური კოდი დესტაბილიზაციაა. საარჩევნო ყუთის ავლით, ვერც სააკაშვილი, ვერც მელია, ვერც ერთი სხვა ცხელთავიანი ლიდერი ვერანაირ გადაწვეტილებას ამ ქვეყანაში ვერ მიიღებს. არ მოდიან, ნუ მოდიან. ერთპარტიანი პარლამენტი არ იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს