არჩილ თალაკვაძე - ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და ახლა დროა, რომ ოპოზიციამ თქვას იგივე

ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი მშვიდობიანი განვითარებისთვის ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, საუბრისთვის, მზად ვართ მუშაობისთვის ახალ პარლამენტში და თუ ვინმეს სჭირდება ამასთან დაკავშირებით მოწოდებები, ეს არის ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი დესტრუქციული ნაწილი, რომელიც ამ დღეებში ცდილობდა არა საუბრის, არა დიალოგის, არა ნორმალური პოლიტიკური გზით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებით მიეღო რაიმე დივიდენდები, თუმცა როგორც ხედავთ ეს პროცესი წარუმატებლად სრულდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ოპოზიციისა და ხელისუფლების თანამშრომლობის მთავარი წინაპირობა არის ის, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს.

„დასათმობი არავის არაფერი აქვს. ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და შემდგომი თანამშრომლობის მთავარი წინაპირობა არის, რომ ყველა მხარემ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ პატივი სცეს იმ შედეგებს, რომელიც არჩევნების შედეგების დათვლით გამოვლინდა და ცესკომ გამოავლინა. ჩვენ პატივს ვცემ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და ახლა დროა, რომ ოპოზიციამ თქვას იგივე. ნებისმიერი შემდგომი თანამშრომლობის წინაპირობა არის, რომ ყველა მხარემ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს, ამის შემდეგ დავსხდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ, ვითანამშრომლოთ თუ როგორ ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს, როგორ ვუპასუხოთ სოციალურ საკითხებს, როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და როგორ მოვახდინოთ უფრო სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ამ მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსიისთვის ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც სურს პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესით თანამშრომლობა, ვისაც სურს ნორმალური პოლიტიკა და ვისაც მართლაც სურს, რომ ეს ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზით წავიდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან თალაკვაძემ აღნიშნა, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში არსებულ გამოწვევებს სამართალდამცველებმა და ასევე, ხელისუფლებამ ღირსეულად უპასუხეს.

„სამართალდამცველებმა ძალიან დიდი მოთმინებით, კანონის სრული დაცვით უპასუხეს ამ გამოწვევებს. სახელმწიფომ და ხელისუფლებამ მიუხედავად, კოვიდპანდემიისა უპასუხა ღირსეულად ამ გამოწვევებს, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ თავს დაესხას დემოკრატიას და დემოკრატიული არჩევნების შედეგებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს