გიგა ბოკერია სააკაშვილზე - დაანებოს თავი საკუთარ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და " დაანებოს თავი საკუთარ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას".

"მე, როგორ ვთვლი იცით?! ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი, უბრალოდ ადამიანიც, რომელიც პასუხისმგებლობას გრძნობს საკუთარ ქმედებებზე თვითონ უნდა იღებდეს ასეთ გადაწყვეტილებებს და სხვისკენ თითის გაშვერა, რომ სხვამ გადამიწყვიტოს, ეს არის პასუხისმგებლობის გადაბარება. ასე, არათუ ლიდერები, არამედ პასუხისმგებლიანი ადამიანები არ უნდა იქცეოდნენ, თვითონ გადაწყვიტოს. ჩემი პოზიციაა, რომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როდის უნდა ამ რისკზე წასვლა საკუთარ თავთან და დაანებოს თავი საკუთარ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარებას",- განაცხადა გიგა ბიკერიამ .

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა, რომლითაც მან ოპოზიციას მიმართა.

„მეგობრებო, ჩემი სიცოცხლე ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა, სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, რეისები არის, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ, მოვიწვევ, ვისაც ჩემთან ერთად უნდა წამოსვლა, მაგრამ მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი. არ მინდა დავარღვიო ოპოზიციის ერთიანობა, ამავე დროს ყველა ჩემი ინსტინქტი და გული მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო. იმედია იმ დროისთვის საკმარისად ძლიერები იქნებით, რომ მათ ჩემთვის ხელის შეშლა ვერ შეძლონ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა