ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია მკაცრ პასუხს მიიღებს ულტიმატუმებზე, მათ შორის საზოგადოებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან, ამას მათ არავინ გაუტარებს

ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს დიალოგისკენ, მათი პასუხის არის ულტიმატუმი. მათ მიდგომა უნდა შეიცვალონ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დიალოგის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას არ აქვს უფლება, რომ საზოგადოებას და პარტნიორებს ულტიმატუმის ენით ესაუბროს.

„ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს დიალოგისკენ, კონსულტაციებისკენ, მათი პასუხის არის ულტიმატუმი. ბუნებრივია, ისინი მკაცრ პასუხს მიიღებენ ასეთ ულტიმატუმებზე ყველასგან, მათ შორის საზოგადოებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამას მათ არავინ გაუტარებს. რაც შეეხება ულტიმატუმს, რომ ჯერ ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და მერე დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არასწორი საუბარია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების მიმართ. შესაბამისად, მათ მიდგომა უნდა შეიცვალონ. ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ“,-განაცხადა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო