სერგი კაპანაძე - ჩამოვალ-არ ჩამოვალ, ცოტა მომაბეზრებელია, ჩვენ ახლა გაცილებით დიდი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე სააკაშვილის კომენტარებია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ხშირად კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც ოპოზიციის ერთიანობაში განხეთქილების შეტანას ემსახურება. აღნიშნული განცხადებით, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „ნიუსრუმში“ მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა.

როგორც სერგი კაპანაძე განმარტავს, დღეს ქვეყანაში იმაზე დიდი პრობლემები არსებობს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის კომენტარები. ამასთან ის დასძენს, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს.

„მე ვერ ვხედავ, მისი განცხადებები როგორ უწყობს ხელს ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნებას. ჩამოვიდეს და მერე ვილაპარაკოთ, ჩამოვალ- არ ჩამოვალ ცოტა მომაბეზრებელია. ჩვენ ახლა გაცილებით დიდი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის კომენტარები, რომელიც ხშირად მიზანმიმართულად კეთდება, რომ ოპოზიციაში რაღაც განხეთქილება შეიტანოს. ახლა არ არის ჩვენთვის მთავარი საკითხი მოგვწონს თუ არ მოგვწონს. ჩვენ არ ვართ მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი, პირიქით, მგონია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს უფლება ქვეყანაში იყოს. თუ ამბობს რომ ჩამოვა, შეასრულოს ეს, თუ ამბობს რომ არ ჩამოდის, შეასრულოს“,-განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, რას შეცვლის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ოპოზიციურ ერთიანობაში, ხელს ხომ არ შეუშლის ოპოზიციის ერთობას, სერგი კაპანაძე დასძენს, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ჩვეულებრივი ამბავია, ერთადერთი პრობლემა კი მის პრემიერ-მინისტრობას უკავშირდება.

„ჰიპოტეტური ამბავია. მე არ მგონია, რომ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას, რომ ჩამოვა მერე ვისაუბროთ -ხელი შუეშალა თუ არა. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ჩვეულებრივი ამბავია. პრეზიდენტს უფლება აქვს აქ იყოს, ცუდია, რომ ასეთი საქმეებია მის წინააღმდეგ აღძრული. მაგრამ, სააკაშვილთან რაზეც გვაქვს პრობლემა არის მისი პრემიერ-მინისტრობა“,-ამბობს კაპანაძე.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ ლაივში განაცხადა, რომ არ უნდა საქართველოში დაბრუნებით ოპოზიციის ერთიანობა დაარღვიოს და ვინმემ ჩათვალოს, რომ მის გამო რამე ჩაიშალა . „თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ“,-აღნიშნავს ის.

იხილეთ ვიდეო: ჩამოვალ-არ ჩამოვალ, ცოტა მომაბეზრებელია, ჩვენ ახლა გაცილებით დიდი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს