დიდ ქალაქებში გადაადგილების შეზღუდვის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით “ლელოს” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს

“ლელოს”დიდ ქალაქებში გადაადგილების შეზღუდვის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ­სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ამის შესახებ „ლელოს“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა თორნიკე ართქმელაძემ განაცხადა, კანონი, რომლის საფუძველზეც აღნიშნული რეგულაციაა მიღებული, მთავრობას არ აძლევს უფლებას, მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდოს. ამასთან, მისი თქმით, დაწესებული სანქცია არაპროპორციულია და ლეგიტიმური მიზნების მიღწევას არ ემსახურება.

გარდა ამისა, „ლელო“ გუშინ, აქციაზე დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმის გასაჩივრებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ეპიდემიის დროს ადამიანის შეკრებისა და გადაადგილების უფლება, შესაძლოა, შეიზღუდოს მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს და პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე. გარდა ამისა, კანონი, რომლის საფუძველზეც არის მიღებული აღნიშნული რეგულაცია, არ აძლევს მთავრობას უფლებას, რომ შეზღუდოს პირების გადაადგილება და არ აძლევს უფლებას შეზღუდოს შეკრება და მანიფესტაცია. ასევე მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაცია არის არაპროპორციული და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. არ ვაპირებთ თვეების განმავლობაში ველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, როდის მიიღებს ამ სარჩელზე გადაწყვეტილებას და სარჩელთან ერთად ვითხოვთ, რომ საქმის დასრულებამდე უნდა მოხდეს აღნიშნული აქტის მოქმედება და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩანიშნოს გამწესრიგებელი სხდომა და განიხილოს საკითხი - შეჩერდეს თუ არა აღნიშნული რეგულაცია“,- განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

გიორგი კაჭარავა - ყაზახეთში არსებული ვითარება ბევრ კითხვებს ბადებს, თუ რა სცენარით განვითარდება პროცესები, დასკვნების გაკეთება აშკარად ნაადრევია
მამუკა გამყრელიძე - მსოფლიოში  დაიწყო ახალი გადანაწილება,  არსებული შეთანხმებები და  ფორმატები  ეფექტურად ვეღარ მუშაობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ავერსი სოციალურად დაუცველ პენსიონერს მერიის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში მოემსახურება ყოველდღე ფასდაკლებით და საჩუქრად გადასცემს 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათს
„მაგნიტში“ გრანდიოზული საიუბილეო გათამაშება დაიწყო
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტების ჩართვას სხვადასხვა პირობით გვთავაზობს
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში