დიმიტრი პესკოვი - რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების ხელმოწერილ განცხადებაში თურქი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში განლაგებაზე საუბარი არ არის

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტში თურქი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში განლაგების შესახებ საუბარი არ არის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„განცხადებაში ამის შესახებ სიტყვაც არ წერია. ამაზე სამ მხარეს არ მოულაპარაკებია და თურქი ჯარისკაცების განლაგებაზე არ შეთანხმებულან,“- განაცხადა პესკოვმა.

ცნობისათვის, მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში არა მხოლოდ რუსი, არამედ თურქი სამშვიდობოებიც განლაგდებიან. გარდა ამისა, ზოგიერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები სპეციალური შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მიზნით ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია