დაბა ხარაგაულში წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა

წყალმომარაგების კომპანიის მიერ აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ამჯერად, დაბა ხარაგაულის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი.

„დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 15 ნოემბრიდან - 20 ნოემრბის ჩათვლით შეეძლებათ. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. დღეის მდგომარეობით დაბა ხარაგაულში არ არსებობს წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა, რაც გარემოს დაბინძურების რისკებთან არის დაკავშირებული. პროექტის ფარგლებში მოეწყობა კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და წყალარინების ქსელი. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები 8 თვეში დაასრულოს, რის შემდეგაც დაბა ხარაგაულის მოსახლეობა წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა