კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძეს - არ შევდივარ პარლამენტში, არ ვაღიარებ არჩევნებს და მილიონებიც არ დამიხარჯავს

არ შევდივარ პარლამენტში, არ ვაღიარებ არჩევნებს და მილიონებიც არ დამიხარჯავს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კახა ოქრიაშვილმა განუცხადა, რომლის პარტიაც “ნაციონალური მოძრაობასთან“ ერთად ერთ საარჩევნო ბლოკშია.

“ჩვენ ვართ პარტია “პროგრესი და თავისუფლება“ და პარლამენტში შესვლის საკითხზე ზუსტად ისეთივე პოზიცია გვაქვს, რაც ყველა ოპოზიციურ პარტიას. პარლამენტში არ შევდივართ და როგორც ვიცი, არავინ არ შედის“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

დღეს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიებს უკვე აქვთ განსხვავებული პოზიციები, "ნაციონალური მოძრაობაშიც" არიან ადამიანები, რომელთგანაც თითოეულს რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული ამ არჩევნებზე და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა. მისივე თქმით, ოპოზიციაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის რამდენიმე განსხვავებული ინტერესი, რომელიც ფულის ხარჯვასთან და რეალობის აღქმასთანაა დაკავშირებული და რაც საბოლოო ჯამში, მათ პარლამენტში შესვლისკენ უბიძგებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს