"ტორპედოს" ფეხბურთელები კორონავირუსით დაინფიცირდნენ

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფეხბურთელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პაპუნა მელაძის ინფორმაციით, ვირუსი 12 ფეხბურთელს ჰქონდა, აქედან ორი უკვე გამოჯანმრთელდა, ახალი ინფიცირებულები იზოლაციაში არიან.

ფეხბურთელების ინფიცირების გამო კლუბმა რამდენიმე თამაში გააუქმა.

"ვირუსი მქონდა მეც და უკვე დავამარცხე, ინფიცირებული იყვნენ ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც. ადმინისტრაცია დისტანციურად ვმუშაობთ. რაც შეეხება თამაშებს, გაგვიუქმდა ორი თამაში. ბათუმის გუნდი ჩამოსული იყო და თამაშის გარეშე წავიდნენ", -განაცხადა პაპუნა მელაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა