პარლამენტის წინ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ლექსო მაჭავარიანს, მის საქმეზე მოსამართლემ პოლიციას ერთი საათი მისცა დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად. როგორც დაკავებულების ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, მოსამართლემ პოლიციას დაავალა წარმოადგინოს ფაქტები იმის შესახებ, ოდესმე, აქტივისტებს გამოუყენებიათ თუ არა შეშა, როგორც დანაშაულის იარაღი. მარიკაშვილის თქმითვე, ლექსო მაჭავარიანი სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა პარლამენტთან აქციის მონაწილეებისთვის შეშა უნდა შეეტანა.

ცნობისთვის, პარლამენტთან 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა