ნინო ბურჯანაძე - დარწმუნებული ვარ, რომ გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციურ ერთობას არ უღალატებს

ხელახალი არჩევნების გარეშე, მე გამორიცხულად მიმაჩნია პარლამენტში შესვლა“,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებული განცხადებას გამოეხმაურა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელახალი არჩევნებისთვის ბრძოლა გრძელდება.

„ პირველ რიგში, აქცია, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება. ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ხელახალი არჩევნები, ამის შემდეგ ნამდვილად ვეცდებით, რომ გადავინაცვლოთ საპარლამენტო ტრიბუნებზე. ზოგადად, ჩვენი, ყველას ამოცანა ვინც არჩევნებში ვიღებდით მონაწილეობას იყო სწორედ საპარლამენტო ტრიბუნიდან დისკუსია და ქვეყნის წინსვლისთვის ბრძოლა და არა ქუჩაში ყოფნა. ეს, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის არჩევანი იყო, ამიტომ ვართ ქუჩაში, ველოდებით ხელახალ არჩევნებს, როგორც კი ჩატარდება ხელახალი არჩევნები, განახლებული კომისიით და სამართლიანი არჩევნებით, რა თქმა უნდა, დავემორჩილებით ხალხის ნებას“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე განცხადებით, ხელახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა გამორიცხულია.

„ განცხადების იმ ნაწილს, სადაც გრიგოლ ვაშაძე საუბრობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჟვანია გადადგეს, ცენტრალური საარჩევნო კომისია შეიცვალოს და ასე შემდეგ, მე ვეთანხმები. ასევე, ვიზიარებ მომავალში, ახალი არჩევნების შედეგად საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას. ხელახალი არჩევნების გარეშე, მე გამორიცხულად მიმაჩნია პარლამენტში შესვლა, იმიტომ რომ ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა ფულის, ქურდული სამყაროს აბსოლუტურად უკანონო მეთოდების გამოყენებით. ვერ წარმომიდგენია ჩვენი დასავლელი პარტნიორები როგორ დააძალებენ ვინმეს პარლამენტში შესვლას, როდესაც ახლა ჩვენი წარმომადგენელი ამ წამს, ერთ-ერთი რეგიონიდან მიყვებოდა როგორ ატარებდა ქურდული სამყარო არჩევნებს. გავარკვიოთ რა, თუ გვინდა ქურდულმა სამყარომ ჩაგვიტაროს არჩევნები, ჩაგვიტაროს, თუ გვინდა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ, ჩავატაროთ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ის დარწმუნებულია რომ გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციურ ერთობას არ უღალატებს.

„შეიძლება ბოლომდე ყველა სიტყვა არ იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული. რა თქმა უნდა, სჯობს, რომ ყველა სიტყვა იყოს შეთანხმებული, მაგრამ მე მოვერიდებოდი ასეთი განცხადებების გაკეთებას, რომ გადაგვაბიჯა, გადმოგვაბიჯა და ა.შ კონსულტაციაზე 4 დღის წინ ვნახე. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციურ ერთობას არ უღალატებს. ის უბრალოდ, ჩემი აზრით, ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართოს ამ პროცესში. მისი განცხადების ყველა სიტყვას არ ვეთანხმები, მაგრამ საერთაშორისო კომპონენტის ჩართვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა ცუდი არ არის. თუმცა, ჩვენი პოზიცია უნდა იყოს პრინციპული“,-აცხადებს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო “ნიუპოსტმა“ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს.

ამის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.

„დამატებით განვმარტავ: მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, - ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს