ნინო ბურჯანაძე - სააკაშვილის ჩამოსვლა არასდროს მომითხოვია და არც არასდროს მოვითხოვ

უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, მათ შორის მეც, რომელსაც არ უნდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება. ეს ფაქტორი აუცილებლად არის გასათვალისწინებელი, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზოციის მისამართით გაკეთებულ განცხადებას საქართველოში მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, 12 წელია მიხეილ სააკაშვილთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია და რას გულისხმობს სააკაშვილი მის განცხადებაში, ვერ იტყვის.

„მე მის ჩამოსვლას არ ვითხოვ, არასდროს მომითხოვია და არც არასდროს მოვითხოვ. თვითონ რას გააკეთებს, ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია.

რა თქმა უნდა, სააკაშვილს, სამწუხაროდ აქვს რესურსი ბიძინა ივანიშვილის წყალობით ოპოზიციაში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, მაგრამ ამავდროულად უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის, მათ შორის მეც, რომელსაც არ უნდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება. ეს ფაქტორი აუცილებლად არის გასათვალისწინებელი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს საქართველოში დაბრუნებაზე ისაუბრა.

„მეგობრებო, ჩემი სიცოცხლე ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა, სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, რეისები არის, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ, მოვიწვევ, ვისაც ჩემთან ერთად უნდა წამოსვლა, მაგრამ მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი. არ მინდა დავარღვიო ოპოზიციის ერთიანობა, ამავე დროს ყველა ჩემი ინსტინქტი და გული მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო. იმედია იმ დროისთვის საკმარისად ძლიერები იქნებით, რომ მათ ჩემთვის ხელის შეშლა ვერ შეძლონ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო