საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება - პანდემიის პერიოდში ვაგრძელებთ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ პირველად დახმარებას

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მოქალაქეების ფსიქოლოგიურ დახმარებას განაგრძობს. მათი ინფორმაციით, მოქალაქეების საჭიროებებზე რეაგირების მიზნით სატელეფონო ნომრები დაემატა.

"პანდემიის პერიოდში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება განაგრძობს მოქალაქეების ფსიქოლოგიურ პირველად დახმარებას და საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებისთვის გთავაზობთ დამატებით სატელეფონო ნომრებს. უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას განახლებულ ცხელ ხაზზე (032) 2 501 105.

გარდა ცხელი ხაზისა, ფსიქოლოგებთან დასაკავშირებლად დარეკეთ ნომრებზე: 591 910 040 (ორშ./სამშ./პარ. 10:00-18:00 სთ), 591 910 045 (ოთხშ./ხუთშ. 10:00-18:00 სთ). ცხელი ხაზზე, ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მიღება COVID-19-ის შესახებ, მსუბუქი შემთხვევების დისტანციური მონიტორინგი თვითიზოლაციის დროს და გადამისამართება შესაბამის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისებში, მათ შორის, საქართველოს წითელი ჯვრის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმაზე შემავალ ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა სერვისებში.

COVID-19-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით შექმნილი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმა აერთიანებს სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც მოსახლეობას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალურ დახმარებას უფასოდ სთავაზობენ. პლატფორმის ფარგლებში ფუნქციონირებს რამდენიმე ცხელი ხაზი, სერვისები ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის. პლატფორმის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს იდეების, მიდგომების, გამოცდილებისა და ფსიქოსაგანმანათლებლო მასალის გაზიარება",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა