გერმანიის ელჩი - მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან

მოხარული ვარ, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან, - ამის შესახებ გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს. ელჩის განცხადებას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ელჩის თქმით, პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გერმანიაშიც გამოიწვია წუხილი. „ამიტომ მოხარული ვარ, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან. საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს”, - აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის