სალომე სამადაშვილი - პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დათანხმდება, ცხადია - ქუჩის პროტესტი გაგრძელდება

პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დათანხმდება, ცხადია. ქუჩის პროტესტი გაგრძელდება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის აცხადებს, პროტესტი ხელისუფლებას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას აიძულებს, შეთანხმების პირობა კი პოლიტპატიმების გათავისუფლება და ცესკოს ახალი შემადგენლობის არჩევა უნდა იყოს.

„პროტესტი აიძულებს ხელისუფლებას დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დასავლეთის შუამდგომლობით. შეთანხმების პირობა უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ახალი შემადგენლობა. თუ ტექნიკურად არსებობს შესაძლებლობა არჩევნების შედეგების გასწორების ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, მე პირადად განვიხილავდი ამ შესაძლებლობას. მაგრამ დღეს, ვერ ვხედავ, რომ განმეორებითი არჩევნების გარდა რაიმეს შეუძლია გაასწოროს ის გაყალბება, რაც „ოცნებამ“ დაატრიალა 31-ში. ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას ვინმე თუ წარადგენს, ამ მესამე პუნქტთან მიმართებით მე დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს