ამერიკული გამოცემა Site Selection Magazine საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სპეციალურ სტატიას უძღვნის

„საქართველო - ქვეყანა უდიდესი ისტორიით და კიდევ უფრო დიდი პოტენციალით - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ამერიკულმა ჟურნალმა Site Selection Magazine-მა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. სტატიაში აქცენტი გაკეთებულია საქართველოში წარმოების პოტენციალსა და იმ უპირატესობებზე რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს. ამასთანავე, სტატიაში მკითხველი არსებული ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოცდილებებსაც გაეცნობა.

Site Selection Magazine არის საერთაშორისო ჟურნალი, რომელიც ფოკუსირებულია ინვესტიციებსა და საინვესტიციო სფეროზე და რომლის 44 ათასი გამომწერების უმრავლესობას გლობალური კომპანიები წარმოადგენენ. გარდა პოტენციური ინვესტორებისა, ჟურნალის გამომწერები არიან საკონსულტაციო და კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც პოტენციურ ინვესტორებს ურჩევენ რომელ ქვეყანაში განახორციელონ ინვესტიცია.

გაეცანით ამერიკული გამოცემის სტატიას სრულად: https://bit.ly/3ljqdYH

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა