გიგა ბოკერია - ვიდრე ივანიშვილი გონს არ მოვა, მანამდე სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება

ვიდრე გონს არ მოვა ივანიშვილი, მანამდე გაგრძელდება სამოქალაქო პროტესტი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, დიალოგის მეშვეობით უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარების შეთანხმება.

„სანამ გონს არ მოვა ივანიშვილი, რომ ამ არანორმალური ვითარების შენარჩუნება, რომელიც მიღწეულია არალეგალური, ძალადობრივი მანიპულაციის მეთოდებით, ვერ მოხდება, მანამდე გაგრძელდება სამოქალაქო მშვიდობიანი პროტესტი. როცა მოვა გონს, მაშინ დიალოგის მეშვეობით უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარების შეთანხმება",- განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერია გამოეხმაურა გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.

„ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა და სამოქალაქო კომენტატორმა იხუმრა: „მიმითითეთ თუ შეიძლება სად არის ბატონი ვაშაძის მეორე განცხადების დაზუსტების ოქმიო". ამით ყველაფერი ნათქვამია. თუ მისი პოზიცია მყარია და საბოლოო ამ საკითხზე, კარგია. ჩვენი, „ევროპული საქართველოს" პოზიცია მყარია და დაზუსტებებს არ საჭიროებს",- განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო