გიგი უგულავა - დიალოგი ვერ იარსებებს იმ პირობებში, როცა მეორე ხელით გიჭერენ და გაშანტაჟებენ, ვერ იარსებებს როცა არსებობენ პოლიტპატიმრები

დღევანდელ პარლამენტში მონაწილეობა არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს „ქარულ ოცნებაში“ შესვლას. მეტიც, ეს არის „კომპარტიაში“ შესვლა „ქართული ოცნების“ გავლით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას თქმით, სრულიად ოპოზიციური სპექტრის პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ერთსულოვანია.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, უგულავას თქმით, ვაშაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება, რომელიც სრულიად თავსებადია ოპოზიციის საერთო პოზიციასთან.

„ეს არის იმ საზოგადოების მოთხოვნა, რომელმაც ხმა მისცა და გაუყალბეს არჩევნები, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არ შევიდეს გაყალბებულ პარლამენტში და არ მიიღოს მონაწილეობა იმ სიყალბეში, რასაც ივანიშვილი გვაჩეჩებს, როგორც პარლამენტს. განცხადებასთან ერთად, ჩვენ ვიხილეთ ასევე ბატონი გრიგოლის განმარტებაც, რომელიც ამ შემთხვევაში, სრულად თავსებადია საერთო პოზიციასთან, ისევე როგორც მისი პარტიის პოზიციასთან. ასე, რომ ამ თვალსაზრისით ეს საკითხი ამოწურულია. პოლიტიკური ოპოზიციის პოზიცია არის ერთსულოვანი. დღევანდელ პარლამენტში მონაწილეობა არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს „ქარულ ოცნებაში“ შესვლას. მეტიც, ეს არის „კომპარტიაში“ შესვლა „ქართული ოცნების“ გავლით. რაც არ უნდა გვერდითი განცხადებები არსებობდეს, მითუმეტეს როცა ეს განცხადება განიმარტა, ეს პოზიცია არის უცვლელი. ამ პოზიციას ჩვენ ყველა ერთად ვახმოვანებთ. ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი, ქუჩის მშვიდობიანი პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება“, - აღნიშნა უგულავამ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ ოპოზიციას დიალოგი ვერ ექნება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები.

„რაც შეეხება დიალოგს, დიალოგი ვერ იარსებებს იმ პირობებში როცა მეორე ხელით გიჭერენ და გაშანტაჟებენ, ვერ იარსებებს დიალოგი, როდესაც არსებობენ პოლიტპატიმრები. ამიტომ სიტუაციის რადიკალიზაციაზე და ნებისმიერ ასეთ სცენარზე, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს. მან უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, მან უნდა გადადგას ნაბიჯი საერთაშორისო ფასილიტატორებთან ერთად დიალოგის დაწყებაზე. დიალოგი ვერ იქნება მხოლოდ დიალოგი დიალოგისთვის, ეს დიალოგი შეიძლება იყოს მხოლოდ ხელახალ არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით“, - განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა