ბადრი ჯაფარიძე - არ ვაპირებთ ისეთ პარლამენტში შესვლას, რომელიც ყალბი შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება

არ ვაპირებთ ისეთ პარლამენტში შესვლას, რომელიც ყალბი შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, რითაც 4 პარტიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ისინი არ აღიარებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ვინაიდან, მათი აზრით ის გაყალბებულია.

„ ოთხმა პარტიამ: „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ შევიმუშავეთ განცხადება, სადაც მკაფიოდ არის კიდევ ერთხელ დადასტურებული რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, ის გაყალბებულია. შესაბამისად ჩვენ, ამ არჩევნების შედეგებზე დაკომპლექტებულ პარლამენტში მონაწილეობას არ ვიღებთ, რადგანაც ეს სიყალბეში მონაწილეობას ნიშნავს.

ამავდროულად, ჩვენ ამ განცხადებაში მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას და მოვუწოდებ პოლიციას თავი შეიკავოს არაზომიერი ძალის გამოყენებისგან. ასევე მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ჩვენ მხარდამჭერებს არ შევიდნენ ფიზიკურ კონტაქტში პოლიციელებთან, რომ რაიმე გართულებები აცილებული იქნეს. თუ ვინმე კონტაქტი შევა ჩვენ მას გავემიჯნებით.

ეს განცხადება ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ არჩევნების გაყალბების მშვიდობიანი ფორმით გაპროტესტებას. არ ვაპირებთ ისეთ პარლამენტში შესვლას, რომელიც ყალბი შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას“.

განცხადების თანახმად, აღნიშნული პოლიტიკური პარტიები მზად არიან გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა