„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დეზინფორმაცია ვრცელდება

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დეზინფორმაცია ვრცელდება. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ტყუილია, თითქოს ცესკო-მ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დააგვიანა. მისი თქმით, ასევე არ ყოფილა ე.წ. კარუსელები და დისბალანსი ოქმებში.

„ჩვენთვის სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ეუთო/ოდირის მისია თავადაც აკვირდება ციფრებს და სწავლობს. შესაბამისად, ამ მხრივ ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ის მონაცემები, რომელიც გვქონდა და რომელიც ერთმანეთს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ როგორც წინასარჩევნო პროცესში, ასევე არჩევნების შემდეგაც ჩვენი გუნდი აქტიურად ცდილობს, რომ ჰქონდეს კომუნიკაცია საზგადოებასთან, რათა თავიდან ავიცილოთ დეზინფორმაცია. ამის შედეგია სწორედ ის, რომ ასეთი დეზინფორმაციის საფუძველზე ჩვენს ოპონენტებს მხარდაჭერა არ აქვთ. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ 5 ასეთი ინფორმაცია, რომელიც არის როგორც მედიის, ასევე სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული და ცდილობენ, ამ მონაცემებზე დაყრდნობით საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვიონ. პირველი შეეხება არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების დროს, ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომ ცესკო-მ პირველადი შედეგები ძალიან გვიან გამოაქვეყნა. იცით, რომ ღამის 03:00 საათზე იყო დაახლოებით, როცა პირველადი შედეგები გამოცხადდა. ეს ინფორმაცია ისე ვრცელდება, თითქოს დაგვიანებული იყო გამოცხადება, არადა, რომ შევხედოთ სტატისტიკას, 2012 წლიდან მოყოლებული ვნახავთ, რომ ეს ჩეულებრივი საშუალო გამოცხადების დროა, როდესაც 8, 6, 7 საათი სჭირდებოდა ცესკო-ს პირველადი შედეგების გამოსაცხადებლად. ახლა ცესკო-ს 7 საათი დასჭირდა შედეგების გამოსაცხადებლად. ამას სხვადასხვა ობიექტური მიზეზი აქვს, 50 სუბიექტი მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში, ტარდებოდა ხუთი მერის შუალედური არჩევნები და ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, ტყუილია, თითქოს პროპორციულ არჩევნებში ბიულეტენების ძალიან დიდი რაოდენობა გაბათილდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ასევე არ ყოფილა გადაჭარბებული რაოდენობით შესწორების ოქმები, რასაც სხვადასხვა წლის სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს.

„ამას ემატება კოვიდის მდგომარეობა. ჩვენ ვიცით ცესკო-დან, რომ რამდენიმე დღით ადრე მოუწიათ კომისიის წევრების ჩანაცვლება, ვინაიდან ზოგს კოვიდი დაუდგინდა ან იზოლაციაში მოხვდა, მათ შორის პარტიებმა კომისიაში 600-მდე წევრი ჩაანაცვლეს და ამანაც გამოიწვია გარკვეული ხარვეზები“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ასევე არ ყოფილა დისბალანსი ოქმებში. პაპუაშვილმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ე.წ. კარუსელი იყო და დამატებითი ბიულეტენები ჩაყარეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა