მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნებთან დაკავშირებით არგუმენტები აღარ დარჩათ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნებთან დაკავშირებით არგუმენტები აღარ დარჩათ.

„ცესკოს და პარალელურად დათვლის შედეგებში იყო მცირე ცდომილება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართულ ოცნების“ შედეგების. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ბევრი, ჩვენ მივმართეთ, ვთხოვეთ „სამართლიან არჩევნებს“, რომ მოეწოდებინა ჩვენთვის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია, მათ მიერ გადათვლილ 1500 უბანზე მოეწოდებინათ ინფორმაცია, რომელთან დადარების შედეგადაც კიდევ უფრო დეტალურად გავერკვეოდით, რაშია საქმე, რამ გამოიწვია ის მცირე სხვაობა. თუ ისინი იტყვიან, რომ გათვალისწინებული იყო ბათილი ბიულეტენები გამოდის, რომ არცერთ პარტიას არცერთი პროცენტი და არცერთი ხმა არ დაკლებია და ეს მოხდა „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, იმ პარტიების ხარჯზე, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი. საზოგადოება თავის დასკვნას ალბათ, გამოიტანს - მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ მაინც საბოლოო დასკვნის გამოტანისთვის გვჭირდება იმ უბნების ჩამონათვალი მათგან, რომ გავიაროთ კიდევ ერთხელ. თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არგუმენტი აღარ დარჩა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო