ონლაინ კონფერენცია „ახალი აქტუალური კვლევები ჰუმანიტარული მიმართულებით“ გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, მიმდინარე ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის „CAPTAIN - მეცნიერება კაპიტანია” ფარგლებში გაიმართა ონლაინ კონფერენცია „ახალი აქტუალური კვლევები ჰუმანიტარული მიმართულებით - ფონდის მიერ დაფინანსებული გამოცემების პრეზენტაცია“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს, ისაუბრა ფონდის საგამომცემლო საგრანტო პროექტის მნიშვნელობაზე.

„2019 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული ჰუმანიტარული, ქართველოლოგიური სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ყურადღება გაამახვილეს სამეცნიერო ნაშრომების აქტუალობაზე, ძირითად ასპექტებსა და მიზნებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტები: „დიმიტრი თუმანიშვილი - XX საუკუნის ქართული ხელოვნება და მისი ისტორიული კონტექსტი“ ( პროექტის ხელმძღვანელი ნინო ჭოღოშვილი), „ქართული ეროვნული სამოსის ილუსტრირებული ცნობარი“(ხელმძღვანელი ნინო დოლიძე), „კოლხური გვარსახელის გენეზისი მრუდე სარკეში“ (ხელმძღვანელი დავით ჭითანავა), „საქართველოს მოწყვეტილი კუთხეებისა და XVII-XIX საუკუნეებში გადასახლებულ ქართველთა ხალხური მუსიკის შესწავლის პრობლემები“(ხელმძღვანელი გიორგი კრავეიშვილი), „საქართველო VIII საუკუნეში - პოლიტიკური ისტორია“ (ხელმძღვანელი ლერი თავაძე), „ლუდვიგ ვიტგენშტაინი - ლოგიკო-ფილოსოფიური ტრაქტატი“ ((ხელმძღვანელი დავით გაბელია). „დადიანების სასახლეების საგანძური“ (ხელმძღვანელი გიორგი კალანდია). შეხვედრაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, მეცნიერები, პედაგოგები. კონფერენცია ჩატარდა ინტერაქტიულ რეჟიმში, გაიმართა დისკუსია, მომხსენებლებმა უპასუხეს მონაწილეთა შეკითხვებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს