ანა დოლიძე - როცა ხელისუფლებას წყალი ისე ექნება შემდგარი, რომ თვითონ მოუნდება მაგიდასთან დაჯდომა, მაშინ გვეცოდინება, რა უნდა გამოვიტანოთ მოლაპარაკებიდან

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლის სამი გზა არსებობს, მათ შორისაა სამართლებრივი გზა, ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტში და ქუჩის მშვიდობიანი პროტესტი.

როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, იმისთვის, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, სწორი დრო უნდა იყოს შერჩეული.

„არსებობს სამი გზა, რომელიც ერთმანეთს არანაირად არ გამორიცხავს. ერთი არის სამართლებრივი გზა, სასამართლოდან სასამართლოში დავრბივართ ჩვენ, მოძრაობა „ხალხისთვის“, რათა ვაჩვენოთ, რომ არცერთ ჩვენს მაჟორიტარულ უბანს არ გვიხსნის სასამართლო. 103 უბნიდან ვერცერთი მაჟორიტარული უბნის გადათვლა ვერ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობოებმა მიუთითეს, რომ 43-ში ოქმი არ არის დამჯდარი. პროპორციული თუ არ არის დამჯდარი ოქმი, ეს ხო მაჟორიტარულსაც ეხება? მეორე არის ქუჩის, საპროტესტო გზა. ყველაზე განვითარებული საპროტესტო კულტურა, ჩვენ კი არ გვაქვს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, აქვთ ფრანგებს. თვეში ერთხელ რაღაც ტიპის პროტესტია შუაგულ ევროპაში. ეს არ ნიშნავს, რომ იქ პოლიტიკური კულტურა არ არის.

რაც შეეხება მოლაპარაკებას, იმდენად უნდა იყოს მეორე მხარე შეწუხებული, რომ ის იყოს მზად, დაგიჯდეს მაგიდასთან და ასევე, უნდა განვსაზღვროთ, რას ველით ამ მოლაპარაკებების მაგიდიდან. ხელისუფლება იმაზეც კი არ მოდის, რომ სადაც ჩვენ მივუთითებთ, ის უბნები გადათვალონ. ამ, პირობებში, არასწორი დროა შენი მზადყოფნის გამოცხადების, რომ მე დავჯდები მოლაპარაკებების მაგიდასთანო, თორემ ხელისუფლებას იმდენი წნეხი რომ ექნება და წყალი ისე რომ ექნება შემდგარი, რომ თვითონ მოუნდება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, მაშინ უკვე გვეცოდინება, რა უნდა გამოვიტანოთ ამ მოლაპარაკებიდან“, - განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, დოლიძემ შეაჯამა თავისი შედეგები საპარლამენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ „დიდუბე-ჩუღურეთის უზარმაზარ ოლქში მიღებული შედეგებით, ძალიან კმაყოფილია“.

„საარჩევნო უბნებზე ჩვენ ვიყავთ ძალიან წამგებიან მდგომარეობაში იმიტომ, რომ მე ვიყავი დამოუკიდებელი კანდიდატი და უბნებზე ოპოზიციურ პარტიებსაც ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები. იქ არის ერთი „ნაციონალი“, ერთი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი და ეს ორივე იყო გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომელიც მხარს უჭერდა ზურაბ ჯაფარიძეს, ასევე იყო ერთი წარმომადგენელი „საქართველოს პატრიოტებიდან“. როდესაც ჩემი წარმომადგენელი ხმას იღებდა, ესენი ტრიალდებოდნენ და ეუბნებოდნენ, გაგაგდებთ უბნიდანო. ამ დავითის და გოლიათის ბრძოლაში ჩემი კამპანიის შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, უმწირესი რესურსებით და უპარტიოდ მე მაქვს მიღებული ამომრჩევლის 18% უზარმაზარ ოლქში, ჩემს პირველ არჩევნებში. ეს არის მთავარი სიგნალი, რომ ხალხი დაიღალა მენიუში მხოლოდ ორი ფერის ყოფნით - ლურჯით და წითელით. მე მყავდა ორი უძლიერესი კონკურენტი „ქართული ოცნება“ თავისი რესურსებით და გაერთიანებული ოპოზიცია. ამ პირობებში, მე ოდნავ ჩამოვრჩები ჯაფარიძეს. ჩემი აზრით, დიდუბე-ჩუღურეთმა ამ არჩევნებით მისცა ბიძგი და სიგნალი, რომ დაკვეთა ხალხში არის ახალ ძალაზე“, - განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო