საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „სირცხვილია“ აქციას მართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი 9 ნოემბერს, "რუსთაველის გამზირზე", პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესს აპროტესტებენ.

მოძრაობის წევრები სასამართლოსთან პროტესტს მუსიკის ფონზე გამოხატავენ.

ადგილზე მობილიზებული არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები.

ამ წუთებში ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, პარლამენტთან 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა