იოსებ ხახალეიშვილი - ყველა ვთანხმდებით, რომ გვინდა სტაბილური საქართველო და ერთად სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს.

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად ამჯერად კახიანოურის მოსახლეობას შეხვდა და ბალანჩივაძის, ხაბეიშვილის, ახალგაზრდობის, აბაშიძის მცხოვრებთა გარკვეულ ნაწილს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობასა და საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ინდივიდუალურად გაესაუბრა.

"მაშინ, როცა კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირდება ასეულობით ადამიანი და ოპოზიციის უკმაყოფილო ნაწილი პროტესტის სახელით დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს ქვეყანას, ძნელია იფიქრო სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ დამერწმუნეთ, მშვიდობა და სტაბილურობა ყველაზე საუკეთესო არჩევანია. როცა მშვიდობაა და სტაბილური ვითარება, გვაქვს ფიქრის, გაანალიზების და უკეთესისკენ სწრაფვის საშუალება. სხვა ყველა პრობლემა მოგვარებადია. მინდოდა ეს გზავნილი მიმეტანა თითოეულ მოქალაქემდე. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე და შევთანხმდით, რომ გვინდა მშვიდობიანი საქართველო და ერთად სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა